"ნიკა გვარამიას შეწყალება კარგია, მაგრამ..." - ლიზა იასკო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს - კვირის პალიტრა

"ნიკა გვარამიას შეწყალება კარგია, მაგრამ..." - ლიზა იასკო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­მარ­თავს და სა­ა­კაშ­ვილს შე­წყა­ლე­ბას სთხოვს. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას იას­კო "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემი მი­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა კარ­გია, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც უნდა შე­ი­წყა­ლოს, იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­პო­ლა­რი­ზა­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი, არის იხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ვიცი, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია თქვენ­თვის და დიდი წნე­ხის ქვეშ ხართ, მაგ­რამ არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მი­ხე­ი­ლის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნას.

მან ბევ­რი და­კარ­გა. მან ჯან­მრთე­ლო­ბა და­კარ­გა. და უკვე დიდი ფასი გა­და­ი­ხა­და და თქვენ ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცით. რაც უნდა რთუ­ლი იყოს. დროა, გა­დად­გათ ეს ნა­ბი­ჯი და შე­ი­წყა­ლოთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი! ეს ბევრ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს! ბო­დი­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს!", - წერს ლიზა იას­კო.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლომ­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა, შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 22 ივ­ნისს გა­ა­კე­თა. გვა­რა­მი­ამ სა­პა­ტიმ­რო უკვე და­ტო­ვა.

ვიდეო იხილეთ ლინკზე