"ბანკის დაყაჩაღებაზე მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ, რაც ტელევიზიით და პროცესებზე მოვისმინე" - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ბადრი ესებუამ - კვირის პალიტრა

"ბანკის დაყაჩაღებაზე მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ, რაც ტელევიზიით და პროცესებზე მოვისმინე" - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ბადრი ესებუამ

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ბად­რი ესე­ბუ­ამ ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

მან 2021 წლის 21 ოქ­ტომ­ბე­რი დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა. ესე­ბუ­ამ თქვა, რომ მას ბან­კის თავ­დას­ხმას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 21 ოქ­ტომ­ბერს მთე­ლი დღე სა­კუ­თარ სახ­ლსა და სო­ფელ­ში გა­ა­ტა­რა.

ესე­ბუ­ას თქმით, 23 ოქ­ტომ­ბერს მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის­გან შე­ი­ტყო, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მი­სი­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლი მი­ვი­და და უთხრა, რომ თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა იცო­და და ის და­ა­სა­ხე­ლა.

ბრალ­დე­ბულ­მა თქვა, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა სახ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და მი­მალ­ვა­ში ყო­ფი­ლი­ყო.

რო­გორც ესე­ბუ­ამ სა­სა­მარ­თლოს უთხრა, ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან საფრ­თხეს სულ გრძნობ­და, რად­გან ამ შემ­თხვე­ვამ­დე ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ხში­რად აჩე­რებ­დნენ და ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რჯერ ისი­ნი არა­კო­რექ­ტუ­ლად ჰყავს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

"კონ­კრე­ტულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მე არა­ფე­რი ვიცი, ვიცი ის მხო­ლოდ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით და აქ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე მო­ვის­მი­ნე. 21 ოქ­ტომ­ბერს მთე­ლი დღე სახ­ლში ვი­ყა­ვი, ერთი ორი სა­ა­თით ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი, მაგ­რამ სოფ­ლი­დან არ გავ­სულ­ვარ. 23 ოქ­ტომ­ბერს ჩემ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რომ შენი თა­ნა­სოფ­ლე­ლი მო­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავ­დამ­სხმე­ლიო და შენ და­გა­სა­ხე­ლაო. გა­მაფრ­თხი­ლა, ფრთხი­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემს თა­ნა­სოფ­ლელს, ვინც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ტო­რია, ნათ­ქვა­მი აქვს, რომ მე და­გა­ჭე­რი­ნებთ თავ­დამ­სხმელს და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დამ­ნიშ­ნე­თო. ისე­დაც სულ ფრთხი­ლად ვი­ყა­ვი, რად­გან ად­რეც ქა­ლაქ­ში, როცა გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სულ მა­ჩე­რებ­დნენ. ზო­გა­დად, ქა­ლაქ­ში გას­ვლას სულ თავს ვა­რი­დებ­დი. 23-ში ეს რომ მი­თხრეს, მივ­ხვდი, კარ­გად არ იყო საქ­მე. 23 ოქ­ტომ­ბერს სა­ღა­მოს დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი, რომ თბი­ლის­ში, ექიმ­თან მივ­დი­ო­დი. სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით, 6 სა­ათ­ზე გა­ვე­დი და მას შემ­დეგ ვი­ყა­ვი ხან მე­გო­ბარ­თან და ხან ნა­თე­სავ­თან. 25 ოქ­ტომ­ბერს ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი, ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი, რა დრო­საც ჩემს დე­ი­დაშ­ვილს ჩემ­თვის სუ­რა­თი გა­და­უ­ღია, რო­მე­ლიც ჩემი ძმის­თვის გა­უგ­ზავ­ნია. ვი­ცო­დი, რომ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დი გა­ტე­ხი­ლი იყო და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ალ­ბათ, ცდი­ლობ­დნენ ჩემი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნას. ჩემი ძმა როცა მო­ვი­და ჩემ­თან, მივ­ხვდი, ეს ამ­ბა­ვი უკვე პო­ლი­ცი­ა­საც ეცო­დი­ნე­ბო­და და იმ სახ­ლი­დან იმ სა­ღა­მოს­ვე წა­ვე­დი. მას მერე მი­მალ­ვა­ში ვი­ყა­ვი. საფრ­თხეს სულ ვგრძნობ­დი და თავს ვა­რი­დებ­დი პო­ლი­ცი­ე­ლებს, მი­ზე­ზი არ ვიცი, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რჯერ არა­კო­რექ­ტუ­ლად მო­ვიხ­სე­ნიე ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მას შემ­დეგ და­ი­წყეს ჩემი დევ­ნა”, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ესე­ბუ­ამ.

ბად­რი ესე­ბუ­ას კი­თხვე­ბი საქ­მის პრო­კუ­რო­რებ­მაც და­უს­ვეს.

ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ესე­ბუ­ას მი­მარ­თა, ესე­ბუ­ას­გან და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა იმ პო­ლი­ცი­ე­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რომ ბანკზე თავ­დას­ხმას მას აბ­რა­ლებ­დნენ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულ­მა მისი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, ესე­ბუ­ამ თქვა, რომ მძარ­ცვე­ლის ხმის ნი­მუ­ში და მისი ხმა იდენ­ტუ­რი არ არის, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ექ­სპერ­ტზე ზე­წო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ამ წუ­თებ­ში სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­კვნით სი­ტყვას უს­მენს.

IPN