"ყვე­ლა პრობ­ლე­მა­სა და კრი­ზისს ისე ვუ­ყუ­რებ, რომ ეს დრო­ე­ბი­თია და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა" - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა პრობ­ლე­მა­სა და კრი­ზისს ისე ვუ­ყუ­რებ, რომ ეს დრო­ე­ბი­თია და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა"

მსა­ხი­ო­ბი ნა­თია კვა­შა­ლი ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, როცა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. მას შემ­დეგ სულ ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს. წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნია, გა­ნათ­ლე­ბულ, თა­ვი­სი საქ­მის ერ­თგულ ადა­მი­ანს და­საქ­მე­ბა სურ­დეს, მაგ­რამ სამ­სა­ხურს ვერ შო­უ­ლობ­დეს...

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ მე-10 კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სკო­ლა­ში რა­დი­ოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ - ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრო­მელს ეძებ­დნენ. შერ­ჩე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, რო­მელ­შიც გა­ვი­მარ­ჯვე... ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლეს ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რა: ყო­ველ­დღე რა­დი­ო­გა­და­ცე­მას ვუ­ძღვე­ბო­დი, რო­მელ­შიც "ესე­მე­სის" სა­ხით, მსმე­ნე­ლე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­ცე­მებს გვაწ­ვდიდ­ნენ. შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნებს ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით და ვა­შა­ყი­რებ­დით... ხელ­ფა­სი მქონ­და. რა თქმა უნდა, ეს მი­ზე­რუ­ლი თან­ხა იყო, მაგ­რამ იმ ასა­კი­დან­ვე გა­ვუ­გე გემო, თუ რა იყო სა­კუ­თა­რი შრო­მით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფული. ხელ­ფა­სი სრუ­ლად მე მხმარ­დე­ბო­და, რა თქმა უნდა. დედა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, - ხელ­ფა­სის ყო­ვე­ლი აღე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად ისე­თი რა­ღაც შე­ი­ძი­ნე, რაც სა­მახ­სოვ­როდ დაგ­რჩე­ბაო. ვუ­ჯე­რებ­დი. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სუ­ვე­ნირს ან სამ­კა­ულს ვყი­დუ­ლობ­დი... მას შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მახ­სენ­დე­ბა პე­რი­ო­დი, როცა არ ვმუ­შა­ობ­დი. სულ ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მქონ­და, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და, მე­მუ­შა­ვა... რა თქმა უნდა, "ჩა­ვარ­დნე­ბიც" იყო, მაგ­რამ პან­დე­მი­ის დრო­საც კი ვცდი­ლობ­დი, უსაქ­მუ­რად არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დით?

- ონ­ლა­ინ მა­ინც ვმუ­შა­ობ­დი. თე­ატ­რი და­კე­ტი­ლი იყო, მაგ­რამ რა­ღაც პა­ტარ-პა­ტა­რა საქ­მე­ებს მა­ინც ვაგ­რო­ვებ­დით... იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვი გა­მიჩ­ნდა, პა­ტა­რას­თა­ნაც ვი­ყა­ვი და თე­ატ­რის საქ­მე­ებ­საც გა­მოვ­ნა­ხავ­დი ხოლ­მე, რომ­ლებ­საც ონ­ლა­ინ ვას­რუ­ლებ­დი...

- ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი შე­გქმნი­ათ?

- ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი ერთხე­ლაც არ ჰქო­ნია. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი ვარ. ყვე­ლა პრობ­ლე­მა­სა და კრი­ზისს ისე ვუ­ყუ­რებ, რომ ეს დრო­ე­ბი­თია და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა. ალ­ბათ ასე­თი გან­წყო­ბა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მარ­თლაც ასე ხდე­ბა.

- როცა თქვენ წი­ნა­შე პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­კი­თხი დად­გა, იფიქ­რეთ, რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- არა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ამა­ზე რომ მე­ფიქ­რა, ალ­ბათ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ვი­ღებ­დი, თუმ­ცა ისე­თი მა­ტე­რი­ა­ლის­ტი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, რომ ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის გამო ამერ­ჩია პრო­ფე­სია. ვი­ცო­დი, ამ ქვე­ყა­ნა­ში მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი არას­დროს არის, მაგ­რამ 16 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბო­ბა, სცე­ნა­ზე დგო­მა უნდა, ამა­ზე არ ფიქ­რობს. არც მე მი­ფიქ­რია... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ მხრივ გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს შე­ვე­ჩე­ხე. ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა გა­მო­ცა­დოს რა­ღა­ცე­ბი, რომ მერე გა­ი­აზ­როს და და­ი­ჯე­როს...

- გახ­სოვთ, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი რო­დის მი­ი­ღეთ?

- კი. პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი. დე­კემ­ბე­რი იყო. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გო­გო­ნა მო­ვი­და, რო­მელ­საც უნ­დო­და, მთაწ­მინ­დის პარკში, ამ­ფი­თე­ატ­რში სხვა­დას­ხვა ზღაპ­რის გმი­რი გვე­თა­მა­შა. მე ფიფ­ქი­ას პერ­სო­ნა­ჟი შემ­ხვდა... იმ პე­რი­ო­დის­თვის 2 კვი­რა­ში საკ­მა­ოდ კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბა ავი­ღე. ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე უკვე ჰო­ნო­რა­რი ავი­ღე. იხილეთ სრულად