"თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, თუ „ვაგნერის“ მებრძოლები თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან კავშირზე გავლენ, მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

„მივმართავთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში. ბევრმა უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომა და მოგვმართა თხოვნით უზრუნველყოფილიყო მათი უსაფრთხო დაბრუნება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. ჩვენი მხრიდან ასეთი დახმარება უკვე გაწეულია. გამოდით კავშირზე თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება”, - აცხადებენ უწყებაში.