"ვინ ხართ ასეთი, რომ შენობით მომმართავდეთ?" - პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა: რა კადრები ვრცელდება? - კვირის პალიტრა

"ვინ ხართ ასეთი, რომ შენობით მომმართავდეთ?" - პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდა: რა კადრები ვრცელდება?

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს პრი­გო­ჟი­ნი­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შეხ­ვედ­რა, მათ შო­რის არი­ან შო­ი­გუს მო­ად­გი­ლე ევ­კუ­რო­ვი და გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ალექ­სე­ე­ვი. ვი­დეო სა­ვა­რა­უ­დოდ გა­და­ღე­ბუ­ლია როს­ტოვ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო შტაბ-ბი­ნა­ში.

ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ პრი­გო­ჟინს, გა­იყ­ვა­ნოს როს­ტო­ვი­დან "ვაგ­ნე­რის" და­ნა­ყო­ფე­ბი, რა­ზეც უარს იღე­ბენ. "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ არ აპი­რებს ევ­კუ­როვ­თან და ალექ­სე­ევ­თან სა­უ­ბარს და შო­ი­გუს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს.

პრი­გო­ჟი­ნი: რამ­დენს გვეს­ვრი­ან, იმ­დენს ჩა­მო­ვაგ­დებთ.

ევ­კუ­რო­ვი: ჩა­მო­აგ­დეთ?

პრი­გო­ჟი­ნი: ჩა­მო­ვაგ­დეთ, მე­სა­მე უკვე. და ყვე­ლას ჩა­მო­ვაგ­დებთ, თუ გა­აგ­რძე­ლებთ გა­მოგ­ზავ­ნას, იმი­ტომ რომ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს ურტყამთ. სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ანად­გუ­რებთ. ცოტა ხნის წინ გა­ა­ნად­გუ­რეთ ავ­ტო­ბუ­სი, სა­დაც ხალ­ხი იყო. ნა­მუ­სი სა­ერ­თოდ არ გაქვთ. (გააგრძელეთ კითხვა)