"ვორონეჟიდან მივდივართ საქართველოს მიმართულებით და გზებზე როგორი სიტუაციაა?" - რას წერენ რუსები "ტელეგრამ" არხზე, "ВЕРХНИЙ ЛАРС“?
რუსეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. დაძაბულობა მეორე დღეა რაც გრძელდება. მოვლენები მას შემდეგ გამწვავდა, რაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადაანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტები მოუწოდებენ, რომ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან, რადგან საფრთხე რეალურია.
სოციალურ ქსელში ისევ გააქტიურდა ტელეგრამის არხი „ВЕРХНИЙ ЛАРС“ რომელიც უკრაინის ომის დროს შეიქმნა და რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული მოსახლეობა, ერთმანეთს უცვლიდა ინფორმაციას თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ მარტივად, დაბრკოლებების გარეშე.
ბოლო ინფორმაციით ლარსის საზღვართან დილიდან რიგებია, უსაფრთოხების მიზნით ქვეყანას უამრავი რუსი ტოვებს და საქართველოში აპირებს თავის შეფარებას. ტელეგრამის ჯგუფში ყოველწამიერად ქვეყნდება კითხვები, ისინი ძირითადად ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის გაგებას ცდილობენ საქართველოში.
* გამარჯობა, მითხარით გთხოვთ, ვორონეჟიდან მივდივართ საქართველოს მიმართულებით და გზებზე. როგორი სიტუაციაა. უშვებენ თუ არა?
* გამოსავალი ყოველთვის ასებობს, ჩემი რჩევაა ვოლგოგრადის გავლით წახვიდეთ, შემდეგ კი გზები თავისუფალია. (გააგრძელეთ კითხვა)