"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ - კვირის პალიტრა

"კიდევ კარგი "სამშობლოს“ ვმღეროდით და არა "კატიუშას“ - რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ვი­დე­ო­ე­ბის ავ­ტო­რი ვინ­მე ეკა­ტე­რი­ნე სტე­ფა­ნო­ვა გახ­ლავთ. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად "სამ­შობ­ლოს" მღე­რი­ან ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე და მიშო სუ­ლუ­ხია.

"მად­ლო­ბა, რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ქარ­თუ­ლად ვმღე­რით! ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა. ჩვენ ვი­მარ­ჯვებ­დით, ვი­მარ­ჯვებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ ყო­ველ­თვის", - მი­მარ­თა რუ­სულ ენა­ზე პავ­ლი­აშ­ვილ­მა შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მუ­სი­კოს­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ღა­მო მოს­კოვ­ში შედ­გა და მას ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ეს­წრე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მისი თქმით, ეს არ ყო­ფი­ლა კონ­ცერ­ტი, ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო, სა­დაც ერთ-ერთი იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

- კონ­ცერ­ტი არ ყო­ფი­ლა ეს, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო იყო, ჩემო კარ­გო. სამი დღის წინ გა­ი­მარ­თა, ახლა ისევ მოს­კოვ­ში ვარ, დღეს მოვფრი­ნავ. (გააგრძელეთ კითხვა)