"ყოველთვის ვცდილობდი, პერსონალური ლაფისგან ამერიდებინა ნებისმიერი ადამიანი" - რას წერს გიორგი კეკელიძე ქართველი მომღერლების მოსკოვში სტუმრობის შესახებ? - კვირის პალიტრა

"ყოველთვის ვცდილობდი, პერსონალური ლაფისგან ამერიდებინა ნებისმიერი ადამიანი" - რას წერს გიორგი კეკელიძე ქართველი მომღერლების მოსკოვში სტუმრობის შესახებ?

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართველი მომღერლები: ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, მიშო სუ­ლუ­ხია და ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, მათ სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად "სამ­შობ­ლო" შეასრულეს.

"ჩვენებური უცნაურობის შესაშური სურათ-ხატია რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გავრცელებული სიახლე: ,, "ქართველი მომღერლები მოსკოვში მღერიან. გუშინ." განა რამე გლობალურს ცვლის მათი ეს სიმღერა, მაგრამ მე მგონია, რომ ცხოვრება დიდწილად უნებლიე სიმბოლურ აქტებს ეფუძნება - რაღა მაინცდამაინც გუშინ და რაღა მაინცდამაინც.. მოდი, აღარ გავაგრძელებ: ყოველთვის ვცდილობდი, პერსონალური ლაფისგან ამერიდებინა ნებისმიერი ადამიანი, შეცდომის გამოსწორების შანსის მიცემის მიზნით.

ოთხოზორია რომ მოგვიკლეს, მაშინ დავწერე: ,,გადმოგვირბენენ - მოგვიკლავენ. გადავირბენთ - ვუმღერებთ".

დღეს კი, როგორც არასდროს - მკაფიო არჩევანია გასაკეთებელი. მკაფიო და ზუსტი.

p.s. ზოგი ამბობს, ძველი კადრებიაო და ძველი როდინდელი? აგვისტოს ომამდე ჩაიწერა? აფხაზეთამდე? თუ 21 წლის ოკუპაციამდე", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ ასევე: რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ