"ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC? - კვირის პალიტრა

"ვაგნერის" შეიარაღებული მანქანების კოლონა მოსკოვისკენ მიემართება - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC?

BBC - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ვაგ­ნე­რის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნა მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ისი­ნი M4 მა­გის­ტრალ­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს, რო­მე­ლიც ვო­რო­ნეჟ­სა და მოს­კოვს ლი­პეც­კის რე­გი­ო­ნის გავ­ლით აკავ­ში­რებს.

ლი­პეც­კის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მგზავ­რო­ბის­გან და გა­რეთ გას­ვლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ლი­პეც­კის რე­გი­ო­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ რე­გი­ონ­ში ავ­ტო­ბუ­სის ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კო­ვის მი­სას­ვლე­ლებ­თან ბლოკპოს­ტე­ბის და თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის აგე­ბა და­ი­წყეს. სიმ­ფე­რო­პო­ლის გზატ­კე­ცილ­ზე (М2 „ყი­რი­მი“) ქა­ლაქ სერ­პუ­ხო­ვის რა­ი­ონ­ში გა­და­კე­ტი­ლია ხიდი. ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლე­ლურ ტრა­სა­ზე М4 "დონი", რო­მელ­ზეც ვაგ­ნე­რის კო­ლო­ნა გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ხიდი ქვი­შით სავ­სე თვითმცლე­ლე­ბი­თა და წყლით სავ­სე სარ­წყა­ვი მან­ქა­ნე­ბით არის გა­და­კე­ტი­ლი.

vagn-1687613406.jpg

"სერ­პუ­ხოვ­ში ათა­სო­ბით სამ­ხედ­როა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ისი­ნი თავ­დაც­ვი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით: ტყვი­ამფრქვე­ვე­ბით, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბით არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. ხიდს იცა­ვენ", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. ასე­ვე ნა­წი­ლობ­რივ გა­და­კე­ტი­ლია ტრა­სა „ურა­ლი“, რო­მე­ლიც მოს­კო­ვი­დან სამ­ხრე­თით რი­ა­ზან­ზე გა­დის.

"მდგო­მა­რე­ო­ბა მოს­კოვ­ში: სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, პო­ლი­ცია და კო­მუ­ნა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ქა­ლა­ქის შე­სას­ვლელ­თან. ასე­ვე გა­მოჩ­ნდა სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი", - წერს გა­მო­ცე­მა „ოს­ტო­რო­ჟნო მოსკვა“.