"რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, ახლა პროცესი დასასრულს უახლოვდება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, ახლა პროცესი დასასრულს უახლოვდება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო და ახლა დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველო თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად უნდა ემზადოს.

„რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!” - წერს სააკაშვილი.