"ნიას მამამ სიურპრიზი გაუკეთა..." - ვინ არის რუსეთში მცხოვრები ქართველი, რომლის შვილის დაბადების დღე სკანდალად იქცა: ნიას დედის, მსახიობ ენდი ძიძავას კომენტარი
22 ივნისს, მოსკოვში გამართულ წვეულებას, რომელსაც საქართველოდან ჩასული მომღერლები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში, რომელიც ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული ჩანს, რომ წვეულებას ესწრებიან მომღერლები ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშა სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე. საღამოს ესწრება ასევე სოსო პავლიაშვილიც, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად "სამშობლოს“ მღერის.
ბანერზე, რომლის ფონზეც ქართველები მღერიან წერია Happy birthday Nia. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს ქართველი კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილის (ქუთაისკის) ქალიშვილი, ნია კოღუაშვილი აღნიშნავდა.
მომღერალი მიშა სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსკოვში 6 წლის უნახავი მეგობრის დაბადების დღეზე ჩავიდა.
"უიჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში. კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის. სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე? - არა, არ არის მართალი.
საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ...
საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა..."
ქალბატონმა ენდიმ მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა...
"მზად ვარ ნებისმიერ ჟურნალისტთან გავაკეთო კომენტარი ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 22 წლის განმავლობაში მეორედ შეხვდა მამასთან ერთად! ნიას მამა მის დაბადებასაც არ დასწრებია...
ყველა იქ მყოფი მომღერალი ოჯახის უახლოესია და შეწყვიტეთ მათზე ცილისწამება თანხების აღებასთან დაკავშირებოთ! ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ არ მჩვევია დამალვები. პასუხები ყოველთვის მაქვს კითხვებე. აქ ვარ! მკითხეთ და გიპასუხებთ!
იქამდე კი, კიდევ ერთხელ დავწერ.
ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები. აქვთ ლხინის და ჭირის დღეები და მინიმუმ ამ დღეებში უნდა ჰქონდეთ უფლება რამოდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნების, თუმცა...
გრუზ 200-ზე რომ ატყდება ხოლმე ამბავი, ამის მერე რა გინდა თქვა ადამიანმა?.." (გააგრძელეთ კითხვა)