პრიგოჟინის "ვაგნერმა" შოიგუს არმიას ექვსი შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოუგდო! - კვირის პალიტრა

პრიგოჟინის "ვაგნერმა" შოიგუს არმიას ექვსი შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოუგდო!

„ვაგნერის“ მიერ ჩამოგდებული პილოტების ოჯახებს პრიგოჟინი 50 მილიონს გადაუხდის კომპენსაციის სახით

პრიგოჟინის „ვაგნერის“ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთის სამხედრო ავიაცია ექვსი შვეულმფრენითა და ერთი ოთხძრავიანი თვითმფრინავი "შეამცირა",დაიღუპა მათი ეკიპაჟების ოცამდე წევრი...

აქამდე რუსული სამხედრო ავიაციის ყველაზე ტრაგიკულ დღედ 2023 წლის 13 მაისი ითვლებოდა,როდესაც რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ორი საბრძოლო თვითმფრინავი და რადიოელექტრონული ბრძოლის ორი შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული,სავარაუდოდ უკრაინის საზღვრისპირა რაიონიდან გაშვებული „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტებით...

და,აი არ გასულა ორი თვეც და ეს „რეკორდიც“ გადაიფარა-24 ივნისს რუსეთის როსტოვის ოლქის თავზე ერთ დღეში ჩამოგდებული იქნა 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი და ისიც თანამებრძოლო „ვაგნერელების“ მეზენიტეების მიერ!

პრიგოჟინი იმით იმართლებდა თავს,რომ შოიგუს ბრძანებით ეს ავიაცია მისი „ვაგნერის“ კოლონებს ბომბავდა და იძულებულნი გახდნენ მათთვის საზენიტო რაკეტები ესროლათ...

21-1687707917.jpg

36-1687707938.jpg
Ка-52 „ალიგატორი“ საბორტე ნომრით 72, სარაკეტო დარტყმებს აყენებდა ვორონეჟის ოლქში მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელების“ ავტოკოლონას, რომლის დროსაც ის საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს და მისგან ესღა დარჩა...

ვიდეოკადრებში მართლაც არის დაფიქსირებული რუსული „ალიგატორის“ მიერ საჰაერო თავდასხმის მიტანის მომენტი „ვაგნერელებზე“,მაგრამ ჩამოგდებული შვეულმფრენების ნაწილი და თვითმფრინავი საერთოდ არ იყვნენ შეიარაღებულნი და ისინი ვერანაირად ვერ დაბომბავდნენ პრიგოჟინის „მინი-არმიას“.

მაგრამ, ასეა თუ ისე,„ვაგნერის“ მეზენიტეებმა ისეთი პროფესიონალიზმი გამოავლინეს,უკრაინელი კოლეგებიც რომ ინატრებდნენ და თავისივე სახელმწიფოს ხაზინა არანაკლებ 300 მლნ დოლარით დააზარალეს-საერთო ჯამში დაახლოებით ამდენი ღირს ჩამოგდებული საბრძოლო Ка-52 და Ми-35,სატრანსპორტო Ми-8МТ,რადიოელექტრონული ბრძოლის სამი Ми-8МТРП და მართვის საჰაერო პუნქტი Ил-18(22) ВЗПУ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ოთხძრავიანი „ილის“ ჩამოგდება,რადგან რუსეთს თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ასეთი სპეციალიზებული თვითმფრინავიღა დარჩა,რომლებსაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან და უკრაინის წინააღმდეგ ომში საჰაერო რეტლანსლიატორად იყენებენ დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების სამართავად.

აღსანიშნავია,რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი,ასევე სამგზავრო Ил-18 –ის ბაზაზე შექმნილი რადიოელექტრონული ბრძოლის Ил-20-ი, სირიელმა მეზენიტეებმა 2018 წლის 17 სექტემბერს შეცდომით ჩამოაგდეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან,ისრაელის ეგონათ...

ძნელი სათქმელია შოიგუს თავდაცვის სამინისტრო აიძულებს თუ არა უკანდახეულ პრიგოჟინს აანაზღაუროს ჩამოგდებული საფრენი აპარატებისა და მათში დაყენებული ძვირადღირებული სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურის ღირებულება,თუმცა ჩამოგდებულ შვეულმფრენებსა და თვითმფრინავში დაღუპული ეკიპაჟების წევრების,რომელთა რაოდენობა ორ ათეულს უტოლდება,ახლობლებისთვის პრიგოჟინი საკუთარი ინიციატივით აპირებს 50 მლნ რუბლის კომპენსაციის გაცემას თითოეული დაღუპულის სახელზე.

აღსანიშნავია,რომ პრიგოჟინი არც აქამდე გაურბოდა უკრაინის ფრონტზე დაღუპული „ვაგნერების“ ოჯახებისთვის 5 მლნ რუსული რუბლის კომპენსაციის გადახდას,თანაც ნაღდი ფულით...