რა მუხლით წარედგინება ბრალდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს - რას აცხადებს პროკურატურა - კვირის პალიტრა

რა მუხლით წარედგინება ბრალდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს - რას აცხადებს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ა­კა­ვა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტებს.

"2023 წლის 29 აპ­რილს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 3 წლის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბულ­მა ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ინ­ტერ­ვი­უს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მედ და­კი­თხვი­სას ბრალ­დე­ბულ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­მე­ო­რა, რაც არა­ერთ ტყუ­ილს შე­ი­ცავ­და და მიზ­ნად ისა­ხავ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

ინ­ტერ­ვი­უს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ისე­ვე რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დგომ, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უშუ­ა­ლოდ მან და­ი­წყო.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2020 წლის 19 ივ­ლისს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ში. მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ხსე­ნე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობ­და და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო არა ბრალ­დე­ბულ­მა, არა­მედ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჯიმ­შერ აფ­ცი­ა­ურ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 16:00-16:30 დრო­ის პე­რი­ოდ­ში, სა­ნამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა დას­რულ­დე­ბო­და, მას­თან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლი მი­ვი­და, რო­მელ­მაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­უ­ტა­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ნა­თხრო­ბით, თით­ქოს, ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვილ­მა მას ასე­ვე გა­დას­ცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალ­დე­ბულს უნდა და­ე­ლუ­ქა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი. ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბით, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იყო გაწ­მენ­დილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც მან და­ლუ­ქა და ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვილს უკან გა­ა­ტა­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 2020 წლის 23 ან 24 ივ­ლისს, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, გახ­სნა მის მი­ერ­ვე და­ლუ­ქუ­ლი პა­კე­ტი, რის თა­ო­ბა­ზე შე­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 22 ივ­ლისს, 13:35 სა­ა­თი­დან 19:20 სა­ა­თამ­დე დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში, დათ­ვა­ლი­ერ­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რია და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა ამო­ი­ღეს მისი კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მის თა­ნახ­მად, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. უფრო მე­ტიც, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას უწ­ვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სის ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა, ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის ფო­ტოგ­რა­ფი­რე­ბა. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თით­ქოს­და ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვილ­მა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ბრალ­დე­ბულს მი­უ­ტა­ნა და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი და მას­ზე არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და არა­ნა­ი­რი ლაქა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ი­ლუ­ქა: ტე­ლე­ფო­ნი დას­ვრი­ლი იყო გვა­მი­დან გა­მო­ჟო­ნი­ლი სი­თხით და მატ­ლე­ბით, რის გა­მოც ექ­სპერ­ტე­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლურ მა­გი­და­ზე არ­სე­ბულ თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე მო­თავ­სე­ბის შემ­დგომ, შეხ­ვე­ულ იქნა დოლ­ბან­დში და და­ი­ლუ­ქა სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში.

იმა­ვე და­ლუ­ქუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტით, ისე, რომ არ მომ­ხდა­რა მისი გახ­სნა, 2020 წლის 23 ივ­ლისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მას­ზე არ­სე­ბუ­ლი კვა­ლის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის მიზ­ნით, არა ბრალ­დე­ბუ­ლის, არა­მედ სხვა გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ იგ­ზავ­ნე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის 2020 წლის 24 ივ­ლი­სის წე­რი­ლით ირ­კვე­ვა, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, და­ლუ­ქუ­ლი სა­ხით, სამ სხვა პა­კეტ­თან, მათ შო­რის - მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან აღე­ბულ ე.წ. "შემ­კვრი­ვე­ბულ მა­სას­თან“ ერ­თად უბ­რუნ­დე­ბა. და­ლუ­ქუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, იმა­ვე დღეს, იგ­ზავ­ნე­ბა ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის­თვის, სა­ი­და­ნაც, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან ერ­თად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს უბ­რუნ­დე­ბა 2020 წლის 12 აგ­ვის­ტოს. 2020 წლის 22 ივ­ლი­სი­დან 12 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში, და­ლუ­ქუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა არ­ცერ­თი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ არ მომ­ხდა­რა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც 2020 წლის 23 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ნი­მუ­შე­ბი აიღო. ექ­სპერ­ტმა გა­მო­კი­თხვი­სას გან­მარ­ტა, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იყო და­ლუ­ქუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში და მისი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ექ­სპერ­ტის ჩვე­ნე­ბით, ნივთმტკი­ცე­ბის გახ­სნი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჭრე­ლი ფე­რის დამ­ცა­ვით მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო თეთ­რი ფე­რის ქა­ღალ­დის კონ­ვერ­ტში, შეხ­ვე­უ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო დოლ­ბან­დში, ნივთმტკი­ცე­ბის პა­კეტ­ში იყო მატ­ლე­ბი. ექ­სპერ­ტის ჩვე­ნე­ბა სრულ თან­ხვედ­რა­შია სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის ფო­ტო­ი­ლუსტრა­ცი­ას­თან, სა­ი­და­ნაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ექ­სპერტთან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მისი და­ლუქ­ვი­სას არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და შუ­ა­ლედ­ში ლუ­ქის გახ­სნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სპე­ცპა­კე­ტის გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მისი პირ­ვალ­დე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა. ასე­ვე, აღ­სა­ნი­შან­ვია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ინ­ტერ­ვი­უს დროს ხსე­ნე­ბუ­ლი ლუ­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა, სპე­ცპა­კე­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა - სპე­ცპა­კე­ტი გან­კუთ­ვნი­ლია ნივ­თე­ბის და­სა­ლუ­ქად და ცალ­კე ლუ­ქის და­წე­ბე­ბას/დაკ­ვრას არ სა­ჭი­რო­ებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და­ი­ლუ­ქა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და ამა­ვე, და­ლუ­ქულ მდგო­მა­რო­ე­ბა­ში, მე­ო­რე დღეს, 23 ივ­ლისს, გა­და­იგ­ზავ­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში, ხოლო შემ­დგომ - ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, სა­ი­და­ნაც დაბ­რუნ­და 2020 წლის 12 აგ­ვის­ტოს. ამ­დე­ნად, ცალ­სა­ხაა, რომ 22 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, და­უ­ლუ­ქავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ბრალ­დე­ბულ­თან ვერ მოხ­ვდე­ბო­და და ის მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ტე­ლე­ფონს ვერ და­ათ­ვა­ლი­ე­რებ­და.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის 22 ივ­ლისს, 16:46 სა­ა­თამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბა რუს­თავ­ში, ხოლო 16:48 სა­ათ­ზე უკვე ფო­ნი­ჭა­ლა­შია და მო­ე­მარ­თე­ბა თბი­ლი­სის­კენ, სა­დაც რჩე­ბა 23 ივ­ლი­სის 01:29 სა­ა­თამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სერ­გო შუ­ბი­თი­ძე უთი­თებს ელ­გუ­ჯა აპუ­აშ­ვი­ლის მიერ ტე­ლე­ფო­ნის მი­ტა­ნას, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი არის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის და ად­ვო­კა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძე კი ამდროს იმ­ყო­ფე­ბა თბი­ლის­ში.

ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას ასე­ვე ისა­უბ­რა, რომ თით­ქოს­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში შე­ნა­ხუ­ლი იყო მხო­ლოდ 2020 წლის 18 ივ­ლი­სის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ინ­ფორ­მა­ცია, ხოლო მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წაშ­ლი­ლი იყო.

აღ­ნიშ­ნულ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­მო­ძი­ე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს აწ­ვდის ცრუ ჩვე­ნე­ბას, ვი­ნა­ი­დან, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი არ გახ­სნი­ლა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­დაგ­ზავ­ნამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, არ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლა არც ერთი გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ, მათ შო­რის - არც სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ. ვი­ნა­ი­დან, არ იყო ცნო­ბი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ე.წ. ფას­კო­დი. სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტებ­მა, მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შეღ­წე­ვა, რის შე­დე­გა­დაც ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბა მოხ­და. ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ 2020 წლის 18 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ო­დის ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბობ­და.

გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბულ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში და სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­სას გან­მარ­ტა, რომ მან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხა იმ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი. მას წი­ნას­წარ გა­ნუ­სა­ზღვრეს ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა და­ეს­ვა მოწ­მე­ე­ბის­თვის. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მან გა­მო­კი­თხა კომ­პა­ნი­ის 4-6 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მი­დან ამო­ღე­ბულ იქნა კომ­პა­ნია "ზე­გის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ არის შედ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­კი­თხა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა, 45-ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რის შე­დე­გა­დაც კი­დევ ერთხელ დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს არც ერთ მათ­გან­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ ნა­წილ­შიც, და­კა­ვე­ბულ­მა, სა­სა­მარ­თლოს, მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით, 2020 წლის 29 ივ­ლისს, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს. ამის შემ­დგომ ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა საქ­მის გა­და­ცე­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, რაც ასე­ვე დაკ­მა­ყო­ფილ­და და 2020 წლის 17 აგ­ვის­ტოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­და­ე­ცა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ ჩა­ტარ­და 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა 600-ზე მეტი პირი, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით ექ­სპერ­ტი­ზა. და­მუ­შავ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი, ასე­ვე და­მუ­შავ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. აღ­დგა და შეს­წავ­ლი­ლი იქნა ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში. სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ “facebook”-იდან და "Instagram“-იდან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის “facebook და Instagram ან­გა­რი­შებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და არამ­ხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბოლო დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გია, არა­მედ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბოლო წლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ­მა ანა­ლიზ­მა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტი, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1500 სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბი­დან, მის მიერ მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ასე­ვე, მან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვამ­ზე და­ნიშ­ნა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, შე­ად­გი­ნა 11 ნი­მუ­შის აღე­ბის ოქმი, 2 ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის ოქმი, 4 დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი და 2 ამო­ღე­ბის ოქმი. სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ხსე­ნე­ბულ პირს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ ჩა­უ­ტა­რე­ბია.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნე­ბა, რაც მოწ­მის მიერ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტებს. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე ორი პი­რის მი­მართ და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge