სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპული თამაშების ჩემპიონია - კვირის პალიტრა

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპული თამაშების ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ევროპული თამაშების ჩემპიონია.

მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ პოლონეთში მიმდინარე III ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალში მან მასპინძელთა წარმომადგენელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი 15-13 დაამარცხა.