როდემდე გასტანს არასტაბილური ამინდები - უახლოესი დღეების პროგნოზი - კვირის პალიტრა

როდემდე გასტანს არასტაბილური ამინდები - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.