"უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ოფიციალური მოლაპარაკებები შესაძლოა, ივლისში გაიმართოს" - მედია - კვირის პალიტრა

"უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ოფიციალური მოლაპარაკებები შესაძლოა, ივლისში გაიმართოს" - მედია

უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ოფიციალური მოლაპარაკებები შესაძლოა ივლისში გაიმართოს, - ინფორმაციას რუსული მედია გერმანულ ტელეკომპანია ARD-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის საკითხზე საერთაშორისო შეხვედრა კოპენჰაგენში „მკაცრად გასაიდუმლოებული“ პირობებით დასავლეთის ქვეყნების დიპლომატების, ასევე ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

მანამდე Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შაბათ-კვირას კოპენჰაგენი უკრაინის საკითხზე შეხვედრას უმასპინძლებდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებზე, ჯეიკ სალივანი, ევროკავშირის წარმომადგენლები, ელჩები სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან და ინდოეთიდან, ასევე უკრაინელი მაღალჩინოსანი.

IPN