"როდესაც ვისმენ, ლარსი ჩავკეტოთო, ვღიზიანდები, რა ლარსი უნდა ჩაკეტო, აქვე არიან გვერდში, პრაქტიკულად მცხეთაში"
„როდესაც ვისმენ, პოლიტიკოსის გამოსვლას, რომ ლარსი ჩავკეტოთო, რუსები ომით არ შემოვიდნენო, ვღიზიანდები, რა ლარსი უნდა ჩაკეტო, აქვე არიან გვერდში, პრაქტიკულად მცხეთაში“, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში შესაძლო, რუსულ ნაკადებზე საუბრისას განაცხადა.
„გამოწვევები ქვეყნის წინაშე არის უამრავი. ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც ამ გამწვევებს არ აცნობიერებენ. არის ეს სტრუქტურები, რა საკვირველია, მაგრამ არის შექმნილი შესაბამისი პოლიტიკა, იმ გამოწვევების გამო, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ამ გამოწვევებს თავისი რისკები აქვს.
როდესაც ვისმენ, პოლიტიკოსის გამოსვლას, რომ ლარსი ჩავკეტოთო, რუსები ომით არ შემოვიდნენო, ვღიზიანდები, რა ლარსი უნდა ჩაკეტო, აქვე არიან გვერდში, პრაქტიკულად მცხეთაში. რომელი ლარსის ჩაკეტვაზეა ლაპარაკი. პრაქტიკულად ისეთი ხარისხის გამოწვევები გვაქვს, ჩვენ მეზობელ ქვეყანას არ აქვს, სომხეთზე აღარ მაქვს ლაპარაკი იმიტომ, რომ მისი საქმე ძალიან მძიმეა დღეს. თან იცოდეთ, რომ გამოწვევა მარტო ჩრდილოეთიდან არ არის, გამოწვევა არის სამხრეთიდანაც. არის რელიგიური გამოწვევა, არის პოლიტიკური გამოწვევა, არის ფინანსური გამოწვევა, ყველა ტიპის გამოწვევები არსებობს. ამას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი, ინიციატივიანი პოლიტიკის შექმნა, რომელიც მოგერიებაზე კი არა, იქით მოქმედებაზე იქნება ორიენტირებული, რბილი ძალის იმპლემენტაციაზე იქნება ორიენტირებული ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბევრი სხვა.“- განაცხადა მამუკა არეშიძემ. ნახეთ ვიდეო