სად დააფიქსირეს პრიგოჟინი - რას წერს მედია - კვირის პალიტრა

სად დააფიქსირეს პრიგოჟინი - რას წერს მედია

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში შენიშნეს.

ტელეგრამ არხ BRIEF-ის ცნობით, პრიგოჟინი მინსკში, სასტუმრო Green City-ში დააფიქსირეს.

RTVI-ის კორესპონდენტი აღნიშნული სასტუმროს თანამშრომლებს დაუკავშირდა, მაგრამ პრიგოჟინის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.

„სტუმრების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ჩვენთან რომც იყოს, ასეთ მონაცემებს ვერ მოგაწვდით“, - განუცხადეს ჟურნალისტს სასტუმროში.

ცნობისათვის, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ჩავიდა თუ არა პრიგოჟინი ბელარუსის ტერიტორიაზე.

IPN