სად ისვენებენ და სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილი ქართველები?
ზაფხულის დადგომასთან ერთად, დასვენების სეზონი იწყება. უკვე წლებია, ქართველი ვარსკვლავები ცხელი დღეების გატარებას უცხოეთის კურორტებზე ამჯობინებენ. სტატიაში მოგიყვებით, თუ სად ისვენებენ ცნობილი ადამიანები და როგორ ატარებენ დროს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ხორვატიაში ისვენებს. ჟურნალისტი დღეს - 26 ივნისს იუბილარია და საკუთარ დაბადების დღეზე წითელ კაბაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებში ჩანს, რომ წონაში დაკლების შემდეგ, იდეალურად გამოიყურება.
ანრი ჯოხაძე, ნოე სულაბერიძესთან და ირაკლი მაქაცარიასთან ერთად, წვიმიან ზაფხულს პუნტა კანაზე, დომინიკის რესპუბლიკაში გაექცა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრები დროს შესანიშნავად ატარებენ.
ნინი ბადურაშვილმა დებთან - ანასტასია და ქეთო თოფურიძეებთან ერთად არჩევანი საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონზე გააკეთა.
დამღლელი საფეხბურთო სეზონისა და საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია შვებულებას მომავალ მეუღლესთან - ნიცასთან ერთად საბერძნეთის ქალაქ მიკონოსში ატარებს. სპორსტსმენის საცოლე ტრადიციულად მხოლოდ ლამაზი ხედების ფოტოებს აქვეყნებს გამომწერებისთვის. იხილეთ სრულად