"მე რომ დამპტი­ჟოს ვინ­მემ მოს­კოვ­ში, ჩა­ვალ, მაგ­რამ..." - რას წერს ია ფარულავა მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალზე - კვირის პალიტრა

"მე რომ დამპტი­ჟოს ვინ­მემ მოს­კოვ­ში, ჩა­ვალ, მაგ­რამ..." - რას წერს ია ფარულავა მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალზე

მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალს "ინ­სტაგ­რამ­ზე" მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა ეხ­მი­ა­ნება. სთო­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ის ამ­ბობს, რომ "თუ და­პა­ტი­ჟე­ბენ მოს­კოვ­ში, თა­ვა­დაც ჩავა, მაგ­რამ პუ­ტი­ნის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არც იმ­ღე­რებს და არც გა­მოჩ­ნდე­ბა".

ია ფა­რუ­ლა­ვა:

"ყვე­ლამ რომ გა­და­უ­ა­რეთ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს და იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­ბა­დე­ბის დღე­ზე მღე­როდ­ნენ "სამ­შობ­ლოს,“ ბევ­რი მო­ღე­რა­ლი ჩა­დის რუ­სეთ­ში და მღე­რის. მე რომ დამპტი­ჟოს ვინ­მემ მოს­კოვ­ში, ჩა­ვალ, მაგ­რამ პუ­ტი­ნის­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში არც ვიმ­ღე­რებ, არც გა­მოვ­ჩნდე­ბი და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად დავ­ტო­ვებ იმ ად­გილს, სა­დაც ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან. პუ­ტი­ნის­ტე­ბი ცოტა არი­ან მოს­კოვ­ში. აი, ის გა­მოთ­ქმა - მკვდა­რი რუსი კარ­გი რუსი, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. წა­ი­ღეთ ახლა ეს ტი­კტო­კებ­ზე და სა­დაც გნე­ბათ იქ, ეს ჩემი აზ­რია"

მა­ნამ­დე მსა­ხი­ობ­მა ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ რუ­სეთ­ში ვინ­მე და­პა­ტი­ჟებ­და, ფოტო და ვი­დეო არ გა­და­ე­ღოთ მის­თვის. "მოს­კოვ-პე­ტერ­ბურ­გში ქორ­წილ/და­ბა­დე­ბის დღე/ნათ­ლო­ბა/ ქელეხ­ში თუ დამ­პა­ტი­ჟებთ ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, არ გა­და­მი­ღო­თო ფოტო ან ვი­დეო თო­რემ… ორი კინ­კი­ლა ქარ­თვე­ლე­ბო, მო­დით, დავ­ჭა­მოთ ერ­თმა­ნე­თი ამა­ზე უკე­თე­სი ნეტა რა გაგ­ვი­კე­თე­ბია ოდით­გან", - წერს ფარულავა.