ლეგენდარული ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

ლე­გენ­და­რუ­ლი ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე­ა­თედ იას­პა­რე­ზებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

"პა­რი­ზი 2024" ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის პირ­ვე­ლი ლი­ცენ­ზია! სა­მი­ვე სინ­ჯის ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ლე­გენ­და­რუ­ლი ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მე­ა­თედ იას­პა­რე­ზებს.

მე­სა­მე ევ­რო­პულ თა­მა­შებ­ზე ტყვი­ის მსრო­ლელ­მა ქა­ლებ­მა სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან სრო­ლა­ში (25მ) დღეს მედ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა გა­ნა­ახ­ლეს. ნინო სა­ლუქ­ვა­ძემ ამ დის­ციპ­ლი­ნა­ში მე­ო­თხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და კა­რი­ე­რა­ში მე­ა­თედ მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია!

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ათ ოლიმ­პი­ა­და­ზე ქალ სპორ­ტსმენს ჯერ არ უას­პა­რე­ზია. ნინო სა­ლუქ­ვა­ძე ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რო­მელ­მაც ცხრა ოლიმ­პი­ურ თა­მაშ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მე­სა­მე ევ­რო­პულ თა­მა­შებ­ზე გუ­შინ და­წყე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტით მსრო­ლელ­მა ქა­ლებ­მა დღეს და­ას­რუ­ლეს.

სა­ლუქ­ვა­ძე სა­უ­კე­თე­სო რვა მსრო­ლელს შო­რის მე-8 შე­დე­გით მოხ­ვდა - 579 ქულა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ ოთხე­ულ­ში შე­ვი­და, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი დო­რინ ვე­ნე­კამ­პის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ფი­ნა­ლურ ოთხე­ულ­ში გა­და­ვი­და. და "კრა­კო­ვი-მა­ლო­პოლ­სკა 2023" მე-4 ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ულო­ცავს ნინო სა­ლუქ­ვა­ძეს მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას, მე­ა­თე ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბას ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე და უსურ­ვებს შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.