"ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში ჩაფრინდა" - მედია
ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე ჩაფრინდა, - ინფორმაციას Беларускі Гаюн-ი Flight Radar-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Беларускі Гаюн-ის „ტელეგრამ“ არხზე აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი (სარეგისტრაციო ნომერი RA-02795) მინსკთან ახლოს მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაეშვა.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ, აეროდრომზე რუსეთიდან მეორე თვითმფრინავიც ჩაფრინდა.
„თვითმფრინავი BAe 125-800B სარეგისტრაციო ნომრით RA-02878 სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა და მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე 07:58 საათზე დაეშვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
IPN