„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023-ის“  გამარჯვებულები ცნობილია - კვირის პალიტრა

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023-ის“  გამარჯვებულები ცნობილია

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023-ის“ გამარჯვებულები ცნობილია.

გამარჯვებული ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამოავლინა. პირველ ტურში გამომცემლობამ ჯამში 118 მსურველის განაცხადი მიიღო, საიდანაც მოკლე სიაში 35 ავტორი შეირჩა, საბოლოოდ გამარჯვებული კი 6 რჩეული ავტორი გახდა:

· ულიანა მესხი

· თამარ შალუაშვილი

· ქეთევან დეკანოსიძე

· ნინო ქადაგიძე

· გვანცა ასათიანი

· სოფია ბარშოვა

ავტორები მენტორებთან ერთად ნამუშევრების სრულყოფაზე დაიწყებენ მუშაობას, მიმდინარე წლის ბოლოს კი „პალიტრა L-ი“ მათ წიგნებს გამოსცემს და პატარა მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა, ახალი პერსონაჟები და მათი საინტერესო ისტორიები აღმოაჩინოს.

Ambebi.ge თავის მკითხველს ახალი გამარჯვებულებისა მათი ნამუშევრების შესახებ უფრო დეტალურად მთელი ზაფხულის განმავლობაში უამბობს.

კონ­კურ­სი „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ 2021 წლი­დან ტარ­დე­ბა და მისი მი­ზა­ნი საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ქართველი ავტორების ხელშეწყობაა. გასულ წლებში გამარჯვებული ავტორების ნამუშევრები დღემდე გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ბესტსელერთა სიაშია.

(R)