"თქვენ, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი" - რუსეთის პრეზიდენტი სამხედროებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"თქვენ, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი" - რუსეთის პრეზიდენტი სამხედროებს მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედროებს მიმართავს.

როგორც პუტინი განმარტავს, ამბოხის ჩახშობაში სამხედროებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

„თქვენ ფაქტობრივად შეაჩერეთ სამოქალაქო ომი, იმოქმედეთ მკაფიოდ და შეთანხმებულად. ამბოხის მცდელობის დროს ჩვენ არ მოგვიწია სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონიდან სამხედროების მოხსნა. თქვენმა გამბედაობამ და სიმამაცემ, საზოგადოების კონსოლიდაციასთან ერთად, ამბოხის ჩახშობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.