"გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს - გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე" - კვირის პალიტრა

"გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს - გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე"

გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მანქანის საბურავები დაუზიანეს.

„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს. იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო.

ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

IPN