1-ლი ოქტომბრიდან კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედება ზონალურ-საათობრივი პარკირება - რას აცხადებს კახა კალაძე? - კვირის პალიტრა

1-ლი ოქტომბრიდან კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედება ზონალურ-საათობრივი პარკირება - რას აცხადებს კახა კალაძე?

ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და­მა­ტე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე ამოქ­მედ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა უფა­სოა ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის, შშმ პი­რე­ბის, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სა და A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის.

"ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავა­მოქ­მე­დეთ და გვინ­და, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე და­ი­ნერ­გოს. ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის არე­ა­ლებ­ში პარ­კი­რე­ბა უფა­სოა წი­ნას­წარ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის, შშმ პი­რე­ბის­თვის, ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი­სა და A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბა უც­ვლე­ლია და შე­ად­გენს ერთ ლარს ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოთხ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლი 15 წუ­თით ისარ­გებ­ლოს უფა­სოდ“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა შემ­დეგ ქუ­ჩებ­ზე ამოქ­მედ­დე­ბა: ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში - ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუჩა, ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­და­ნი, ნი­ნოშ­ვი­ლი­სა და უზ­ნა­ძის ქუ­ჩე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია; მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში - ლა­პი­აშ­ვი­ლის ქუჩა, ჭო­ვე­ლი­ძი­სა და ჯა­ნა­ში­ას ქუ­ჩე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია; ვა­კის რა­ი­ონ­ში - კუს ტბის ასახ­ვე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ამას­თან, თბი­ლი­სის მე­რის გან­ხა­დე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის არე­ა­ლებ­ში უფა­სო პარ­კი­რე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას და სხვა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯი­ხუ­რებ­ში პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან შეძ­ლე­ბენ.

IPN