"მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან გწყინ­და და ბრაზ­დე­ბო­დი, რო­დე­საც ხელს ვერ აწ­ვდენ­დი გი­ტა­რის გრიფ­სო" - რას ჰყვება ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე? - კვირის პალიტრა

"მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან გწყინ­და და ბრაზ­დე­ბო­დი, რო­დე­საც ხელს ვერ აწ­ვდენ­დი გი­ტა­რის გრიფ­სო" - რას ჰყვება ცნობილი მუსიკოსი ოჯახსა და კარიერაზე?

მრა­ვალ ჟანრ­ში მოღ­ვა­წე­ობს, არის კომ­პო­ზი­ტო­რი, ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი ფილ­მე­ბის­თვის კი­ნო­მუ­სი­კა აქვს შექ­მნი­ლი, დი­რი­ჟო­რია, არან­ჟი­რე­ბე­ბის ავ­ტო­რი, აფხა­ზე­თის კა­პე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პე­და­გო­გი...

რო­გორ ახერ­ხებს ამ­დენ საქ­მეს? - ყვე­ლა­ფერს მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი აკე­თე­ბი­ნებს. „ბოლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისაა, რომ სპექ­ტაკ­ლის­თვის მუ­სი­კა დავ­წე­რე. ისე მოხ­და, რომ მუ­სი­კა კი არ შე­იქ­მნა სპექ­ტაკ­ლის­თვის, სპექ­ტაკ­ლია მუ­სი­კის­თვის. მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნოდ­რა­მაა რე­ჟი­სორ­მა მთხო­ვა, და­მე­წე­რა მუ­სი­კა. სპექ­ტაკლში მუ­სი­კა­ლუ­რი პა­უ­ზა არ არის,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, რო­ემ­ლიც AMBEBI.GE-ს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან „მთა­ვარ ამ­ბებს“ გვიყ­ვე­ბა,

ბავ­შვო­ბა

- ბავ­შვო­ბა არას­დროს მტო­ვებს, სულ ჩემ­თა­ნაა. ამას­თან სულ მაქვს ნოს­ტალ­გია, რო­მე­ლიც ამ­ძაფ­რებს ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დელ ადა­მი­ან­თან - მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, კლა­სე­ლებ­თან, კურ­სე­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინს. ალ­ბათ ისი­ნი ამ ნოს­ტალ­გი­ას ავ­სე­ბენ. რო­დე­საც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა, უფრო ნოს­ტალ­გი­უ­რი ვარ. მოკ­ლედ, ბავ­შვო­ბაც ერ­თგვა­რი ნოს­ტალ­გი­აა ჩემ­თვის.

ბა­თუ­მი, სა­ნა­პი­რო და ზღვა

- ბა­თუ­მი წვი­მი­ა­ნი, ხა­ლი­სი­ა­ნი, მო­თა­მა­შე, მე­გობ­რუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­პორ­ტო ქა­ლა­ქია. ბა­თუ­მი ჩემ­თვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ქა­ლა­ქია. აჭა­რის ბუ­ნე­ბა, კლი­მა­ტი შე­მოქ­მე­დე­ბით გან­წყო­ბას მიქ­მნის. იქ რომ ჩავ­დი­ვარ, სხვაგ­ვა­რად ვფიქ­რობ, სხვაგ­ვა­რად მეს­მის. სულ მუ­სი­კის ირ­გვლივ ვტრი­ა­ლებ.

მუ­სი­კას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა

- ბა­თუ­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ქა­ლა­ქია და ქა­ლა­ქი-მუ­ზაა. ამას მარ­ტო მე არ ვამ­ბობ. ვახ­ტანგ ღლონ­ტის ლექსზე შექ­მნი­ლი, ერთი სიმ­ღე­რაა - „როცა თბი­ლის­ში წვიმს,/ მე ჩემს ბა­თუმ­ში ვარ,/ ბა­თუ­მი არის წვი­მა და არა­ფე­რი სხვა./ ბა­თუ­მი სიყ­ვა­რუ­ლია და არა­ფე­რი სხვა... ჩემ­თვის ბა­თუ­მი სახ­ლია, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი რამ, ასე­ვე წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მშობ­ლე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, სა­ბა­დო... სხვე­ბის­თვის კი კუ­რორ­ტია, გნე­ბავთ მისი ზღვით და მთით... როცა ჩავ­დი­ვარ, სა­ნა­პი­რო­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­დე. მავ­სებს და მაძ­ლი­ე­რებს ეგ გა­რე­მო... რა­ღაც ად­გი­ლე­ბი მა­სევ­დი­ა­ნებს კი­დეც...

"ეზო, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე"

- ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ათას­მა თავ­გა­და­სა­ვალ­მა ითა­მა­შა, რომ­ლი­თაც სავ­სე იყო ბა­თუ­მუ­რი ეზოც და სოფ­ლე­ბის ეზო­ე­ბიც აჭა­რის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. იქ ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლო­ბით ვი­ყა­ვი ხოლ­მე. არ­და­დე­გებს სო­ფელ­ში ვა­ტა­რებ­დი. სკო­ლი­დან რომ და­მი­თხოვ­დნენ, ერთი სული მქონ­და, სო­ფელ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ბუ­ნე­ბას­თან უფრო ახ­ლოს ვი­ყა­ვი.

ქუჩა

- ქუ­ჩამ გა­მოც­დი­ლე­ბა და კვა­ლი ალ­ბათ და­ტო­ვა, თუმ­ცა მე მა­ინც მუ­სი­კის გზით დავ­დი­ო­დი, მუ­სი­კას კვალ­დაკ­ვალ მივ­ყვე­ბო­დი და ალ­ბათ ბევ­რი რა­მის­თვის არ მე­ცა­ლა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე, მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც ვა­ტა­რებ­დი დროს და სახ­ლი­დან გა­რე­თაც გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ფიქ­რე­ბით და ემო­ცი­ე­ბით მა­ინც მუ­სი­კას ვე­კუთ­ვნო­დი. მუ­სი­კა­ში ყო­ვე­ლი ეტა­პი სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ და იხ­სე­ნე­ბენ, რომ ძა­ლი­ან გწყინ­და და ბრაზ­დე­ბო­დი, რო­დე­საც ხელს ვერ აწ­ვდენ­დი გი­ტა­რის გრიფ­სო. მე­დი­დე­ბო­და. სრუ­ლი­ად პა­ტა­რა დაკ­ვრას ვცდი­ლობ­დი და ვუკ­რავ­დი კი­დეც. თა­ვი­სუფ­ლად ვით­ვი­სებ­დი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენტს. სი­მე­ბი­ა­ნი, რაც ვნა­ხე, ყვე­ლა­ფერ­ზე და­ვუ­კა­რი, ხე­მი­ა­ნი, ან ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­თაც ავით­ვი­სებ­დი. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე 7 წლი­დან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. იხილეთ სრულად