"მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის..." - რას წერს ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა - კვირის პალიტრა

"მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის..." - რას წერს ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა

27 ივ­ნისს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კონ­ტრო­ლი­ო­რის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ავ­რცე­ლა. ქალი წერ­და, რომ ამ კონ­ტრო­ლი­ორ­მა 80 წლის მო­ხუ­ცი და­ა­ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ "კა­თარ­ზის­ში" აგ­ვი­ან­დე­ბო­და, ბი­ლე­თის ფული არ ჰქონ­და და მში­ე­რი დარ­ჩე­ბო­და, სამ სა­ა­თამ­დე თუ ვერ მი­ვი­დო­და. ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და კონ­ტრო­ლი­ო­რი ქა­ლის მი­მართ დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ცინ­დენ­ტში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბულ­მა ქალ­მა დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტყუ­ი­ლი იყო. ქალი, რო­მე­ლიც თით­ქოს 80 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ხუ­ცი იყო, რე­ა­ლუ­რად 72 წლის ქალი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც არ ჰქო­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა და არც "კა­თარ­ზის­ში" ეჩ­ქა­რე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, და­ჯა­რი­მე­ბამ­დე ის ერთ-ერთ კონ­ტრო­ლი­ორს ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.

დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა ასე­ვე და­წე­რა, რომ გა­და­წყვი­ტა, პოს­ტის ავ­ტორს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უჩივ­ლოს, რად­გან არა­ვის აქვს ბუ­ლინ­გი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის უფ­ლე­ბა, თან ქალ­მა მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ფოტო გა­და­უ­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დი­ა­ნას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის დროს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს პოს­ტი უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და. დღეს გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ ემო­ცი­ებს აჰ­ყვა და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ისიც მო­ა­ტყუ­ეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე­ვე ნერ­ვი­უ­ლობს იმ ფაქ­ტზე, რომ დი­ა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ვილს აპი­რებს.

ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

"მე­გობ­რე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ჩემი სტა­ტუ­სის გამო ინერ­ვი­უ­ლა, გა­ნი­ცა­და ისე, რო­გორც მე გან­ვი­ცა­დე ფაქ­ტი - ასა­კო­ვა­ნი ქალი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მგზავ­რო­ბის ფული არ ჰქონ­და და მი­დი­ო­და "კა­თარ­ზის­ში", რად­გან სოც­და­უც­ვე­ლი იყო, კონ­ტრო­ლი­ორ­მა და­ა­ჯა­რი­მა. დიახ, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და ის, ნე­ბის­მი­ერ­მა, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა და­ვიც­ვათ. დიახ, მე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუმ­ცა...

იმ დღეს, გა­ჩე­რე­ბა­ზე, ჩემს ად­გილ­ზე ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­ა­კე­თებ­დით იმას, რაც მე გა­ვა­კე­თე - მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვთხო­ვე არ და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნა მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც საჭ­მლის ფული არ ჰქონ­და და რომ ჯა­რი­მის გა­დახ­და გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ და­მი­ნა­ხავს რო­გორ ჰკრა ხელი მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და არც ის ვი­ცო­დი, რომ მგზავრს სა­ერ­თოდ არ გა­უ­ტა­რე­ბია ბა­რა­თი და რომ ზე­პი­რად (ასე ვთქვათ) ამ­ბობ­და, ფული არ მაქ­ვსო.

სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვი­ცო­დი, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას შე­ეძ­ლო სი­მარ­თლე არ ეთ­ქვა. ახლა გა­ვი­გე, რომ მან, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ითა­მა­შა ჩემს (და იქ გარ­შე­მო მყოფ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის) ემო­ცი­ებ­ზე. გა­მო­ხატ­ვით კი ყვე­ლამ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია.

მე მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვუ­თხა­რი, რომ ამის შე­სა­ხებ დავ­წერ­დი. მან მი­თხრა - სა­დაც გინ­და და­წე­რეო. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს აქვს თა­ვი­სი ემო­ცია, ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­ხუც­მა კონ­ტრო­ლი­ორს ხელი ჰკრა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია კონ­ტრო­ლი­ო­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სწო­რი­ცაა. მეც გავ­ბრაზ­დე­ბი, ვინ­მემ ხელი რომ მკრას, რომ­ლის შემ­დე­გაც ძნე­ლია მარ­თო ემო­ცია. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მე არ ვი­ცო­დი ხელი რომ ჰკრა მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და ასე­ვე, არ ვი­ცო­დი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ახლა, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა, ის კი არ მა­დარ­დებს ხვალ-ზეგ კონ­ტრო­ლი­ო­რი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას რომ აპი­რებს, ძა­ლუ­მად მა­დარ­დებს ერთი რამ - ვის შე­იძ­ლე­ბა ვენ­დოთ? ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვე­სარ­ჩლოთ? ვინ უნდა და­ვიც­ვათ? აი, ეს არის ჩემი წუ­ხი­ლი და ის, რომ ერ­თმა მო­ხუც­მა მგზავ­რო­ბა­ში 20 თეთ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია.

მე­ტიც, და­მა­ფიქ­რა სხვა დროს რა გა­ვა­კე­თო, გა­მო­ვე­სარ­ჩლო ადა­მი­ანს, თუ გულ­გრი­ლად გა­ვი­ა­რო? გულ­გრი­ლო­ბა კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და აუ­ტა­ნე­ლია, თუმ­ცა, აი, ცხოვ­რე­ბამ რა მძი­მე მა­გა­ლი­თის მომსწრე გამ­ხა­და - ვი­ღა­ცის ტყუ­ი­ლის გამო ვი­ტი­რე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გა­ნერ­ვი­უ­ლეთ და რაც მთა­ვა­რია, რბი­ლად რომ ვთქვა, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნე ქალი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და მგზავ­რმა, თა­ვი­სი ტყუ­ი­ლით წარ­მო­ა­ჩი­ნა ცუ­დად". (გააგრძელეთ კითხვა)