"ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა, ჩემი თხოვნაა შეგვატყობინოთ, როცა ის პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ" - კვირის პალიტრა

"ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა, ჩემი თხოვნაა შეგვატყობინოთ, როცა ის პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ"

უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პარლამენტში მისვლის თაობაზე უმრავლესობის დეპუტატები გააფრთხილონ.

შესაბამისი განცხადება ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ბატონო თავმჯდომარე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, ჩვენი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა. ჯერ ერთი, თან ძალადობას გმობს და თან ხელების დამტვრევით რომ გვემურება, ეს როგორ ჯდება ერთმანეთში, არ ვიცი, თუმცა ჩემი თხოვნა იქნება: ლევან ხაბეიშვილი დამუქრების შემდეგ ჯერ არ გამოჩენილა და იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა უკეთესად მოვემზადოთ, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ და არ დავამტვრევინოთ მას“, - განაცხადა ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე.

IPN