მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ერთ- ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე, მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით ნი­კო­ლოზ გუ­გე­შაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

27 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას” ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მიშა მშვილ­და­ძეს თავს და­ესხნენ. მშვილ­და­ძის თქმით, თავ­დას­ხმა ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­სას­ვლელ­ში მოხ­და.

დღეს მო­ქა­ლა­ქე ნი­კო­ლოზ გუ­გე­შაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გუ­შინ, 27 ივ­ნისს მშვილ­და­ძეს სწო­რედ ის და­ეს­ხა თავს.

ოს­ტის სქ­რი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად "ნეტ­გა­ზეთ­მა" გა­ავ­რცე­ლა. გუ­გე­შაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ პრო­ფილ­ზე ამ ეტაპ­ზე სტა­ტუ­სი სა­ჯა­როდ აღარ ჩანს.

რო­გორც გუ­გე­შაშ­ვი­ლი წერს, თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მიშა მშვილ­და­ძე "ეკ­ლე­სი­ას კრი­მი­ნა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, აგი­ნებ­და პატ­რი­არ­ქს და იცავ­და მა­მათ­მავ­ლებს".

"ინტერპრესნიუსი"