"ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხულის ნაწილები აღმოაჩინეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საბედისწერო რეისში წასული წყალქვეშა ნავის შესახებ - კვირის პალიტრა

"ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხულის ნაწილები აღმოაჩინეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი საბედისწერო რეისში წასული წყალქვეშა ნავის შესახებ

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვამ ჩა­ძი­რუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის, "ტი­ტა­ნის" ნამ­სხვრე­ვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. სა­ნა­პი­რო დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო ნა­პოვნ ნა­წი­ლებს ამე­რი­კე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ანა­ლიზს ჩა­უ­ტა­რე­ბენ.

უწყე­ბა კა­ტას­ტრო­ფის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას სა­წყის ეტაპ­ზეა. სა­ნა­პი­რო დაც­ვის სა­ზღვაო სა­გა­მო­ძი­ე­ბო საბ­ჭოს (MBI) ხელ­მძღვა­ნე­ლის, კა­პი­ტან ჯე­ი­სონ ნო­ი­ბა­უ­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ კი­დევ დიდი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი იმ ფაქ­ტო­რე­ბის გა­სა­გე­ბად, რა­მაც გა­მო­იწ­ვია „ტი­ტა­ნის“ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­კარ­გვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყალ­ქვე­შა ნავი „ტი­ტა­ნი“, რო­მელ­საც „ტი­ტა­ნი­კის“ ნამ­სხვრე­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად 5 მგზავ­რი გა­დაჰ­ყავ­და, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში 18 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი აფეთ­ქე­ბა გახ­და. ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ambebi.ge