"თუ აღნიშნული სისტემა ირანის ხელში აღმოჩნდება, მილიონობით ისრაელის მოქალაქე დაუცველი დარჩება" - კვირის პალიტრა

"თუ აღნიშნული სისტემა ირანის ხელში აღმოჩნდება, მილიონობით ისრაელის მოქალაქე დაუცველი დარჩება"

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის უარი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე, რასაც ოფიციალური ვაშინგტონი და კიევი ითხოვენ, განპირობებულია საშიშროებით, რომელიც უკრაინის არც ერთ მოკავშირეს არ აქვს.

Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არსებობს იმის საშიშროება, უკრაინისთვის ისრაელის შეიარაღების გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული შეიარაღება რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდეს და ირანს გადაეცეს. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე „რკინის გუმბათი“.

„თუ აღნიშნული სისტემა ირანის ხელში აღმოჩნდება, მილიონობით ისრაელის მოქალაქე დაუცველი დარჩება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

IPN