პოპის დედოფალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს - რა გახდა მადონას ჰოსპიტალიზაციის მიზეზი?
უცხოური მედიის ცნობით, პოპის დედოფალი მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და გასულ შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია მომღერლის ავადმყოფობის შესახებ მისმა მენეჯერმა, გაი ოსირმა დაადასტურა.
„შაბათს მადონას სერიოზული ბაქტერიული ინფექცია განუვითარდა, რის გამოც, მან რამდენიმე დღე ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში გაატარა. მისი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა“, - დაწერა მომღერლის მენეჯერმა ინსტაგრამზე.
როგორც ცნობილია, მოულოდნელი ავადმყოფობის გამო გადაიდო ღონისძიებები, რომელშიც მადონას უნდა მიეღო მონაწილეობა. ის მომავალ კვირას მსოფლიო ტურნეს დაწყებას გეგმავდა, რომელიც მომღერლის კარიერის 40 წლის იუბილეს მიეძღვნებოდა.
64 წლის ამერიკელი მომღერალი მადონა ლუიზა ჩიკონე უამრავი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ჰიტის ავტორია. მსოფლიოში მადონას 300 მილიონზე მეტი ალბომია გაყიდული. ის გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებულია, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი ქალი. (წყარო)