მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია - კვირის პალიტრა

მოგებული ავტომობილი, იპოთეკური სესხი და ჟურნალისტი მეუღლე - შსს-ს მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად, ვა­ლე­რი­ან თე­ლია და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს დეკ­ლა­რა­ცია 2023 წელს აქვს შევ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა თუ გა­დავ­ხე­დავთ, თე­ლი­ას ქო­ნე­ბა არც ისე შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

თე­ლი­ას ქო­ნე­ბა

დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2023 წლის იან­ვარ­ში ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ამ ლილი თე­ლი­ას­თან ერ­თად მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო 522, 574 კვ. მ. მი­წის ნაკ­ვე­თი აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ სო­ფელ მა­რან­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ო­ტი­რა­ზე დგას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ჩი­ნო­სა­ნი 50%-ის მფლო­ბე­ლია.

ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას მფლო­ბე­ლო­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა MAZDA CX3, რო­მე­ლიც 2018 წელს მო­ი­გო, თუმ­ცა 2019 წელს სხვა პი­როვ­ნე­ბის სა­ხელ­ზე გა­ას­ხვი­სა, თუმ­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ისევ ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ას სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას "ლი­ბერ­თი ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 150 ლარი, თი­ბი­სი ბან­კის სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე ან­გა­რიშ­ზე კი 1661,77 ლარი.

ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2022 წლის იან­ვარ­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 3679,1 ლარი ჩა­ე­რი­ცხა.

shubladze-1688036305.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე-უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პოსტზე კი კა­ლენ­და­რულ წელს 49 846,37 ლარი.

ვა­ლე­რი­ა­ნე თე­ლი­ას აქვს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 120 000 ლარი, რო­მე­ლიც 2021 წელს 10 წლის ვა­დით აიღო.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო თე­ლია და 2012 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბარ­ბა­რე თე­ლია ჰყავს.

მე­ო­რედ ვა­ლე­რი­ან თე­ლი­ამ 2021 წელს იქორ­წი­ნა. შიდა ქარ­თლის მთა­ვა­რი პო­ლი­ცი­ე­ლი მა­შინ­ვე მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რად­გან მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო შუბ­ლაძე გახ­და.

"რა აღარ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში... ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და ცუ­დის მერე - ერთი კარ­გი ამ­ბა­ვიც მაქვს. რო­გორც იქნა, და­ვი­ყა­რეთ თავი ერ­თად და გავ­ხდით ასე დიდი ოჯა­ხი, მე ვა­ლე­რი და ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი ბევ­რი შვი­ლი“, - წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. (გააგრძელეთ კითხვა)