"კი­დევ ერთხელ ვი­თა­მა­შებთ მშვი­დო­ბის­თვის" - შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს - კვირის პალიტრა

"კი­დევ ერთხელ ვი­თა­მა­შებთ მშვი­დო­ბის­თვის" - შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე სოციალურ ქსელშ პოსტს აზიარებს და წერს, რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭერ სა­ფეხ­ბურ­თო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, 5 აგ­ვის­ტოს ლონ­დონ­ში, სტემ­ფორდ ბრიჯ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

"მი­ხა­რია, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო სა­ფეხ­ბურ­თო მატჩში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, ოლექ­სან­დრ ზინ­ჩენ­კო­სა და ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ან­დრეი შევ­ჩენ­კოს ორ­გა­ნი­ზე­ბით, ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის მოქ­მედ და ყო­ფილ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, 5 აგ­ვის­ტოს, კი­დევ ერთხელ ვი­თა­მა­შებთ მხარ­და­ჭე­რის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის, ბავ­შვე­ბის­თვის და მათი მო­მავ­ლის­თვის. უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა ეტაპ­ზე, და გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მატჩში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 20-ზე მეტი ქვეყ­ნის და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ი­ღებს. შევ­ხვდე­ბით სტემ­ფორდ ბრიჯ­ზე", - წერს არ­ვე­ლა­ძე.