"ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, "ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას" - ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, "ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას" - ალეკო ელისაშვილი

"ზა­ხა­რო­ვა დღე და ღამე მთვრა­ლია, "ლოთ-ბა­ზა­რა“ ქა­ლია, დაბ­ჟუ­ტუ­რობს რა­ღა­ცას. მე არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან რა­ღაც კუ­ლუ­ა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს - ეს იქ­ნე­ბა ღა­ლა­ტი", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მას სურს ხვალ ამ სა­კი­თხზე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და­უს­ვას კი­თხვა, როცა პარ­ლა­მენ­ტში მო­უს­მე­ნენ.

"ფრე­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და რკი­ნიგ­ზის ხომ მით უფრო, ფრე­ნე­ბის და სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა ერთი და იგი­ვე სიბ­რტყე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კი­თხვა, რა­საც და­ვუს­ვამ ღა­რი­ბაშ­ვილს და თუ მო­ვა­ხერ­ხე, ფორ­მატს გა­აჩ­ნია, მინ­და ეს ვკი­თხო. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა აფხა­ზე­თის გავ­ლით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა. აქ ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია, სად იქ­ნე­ბა სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი - ენ­გურ­ზე თუ ფსო­უ­ზე. ჩვენ თუ ამას გა­ვა­კე­თებთ ენ­გურ­ზე, ეს ნიშ­ნავს, გვი­ღი­ა­რე­ბია აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და მი­სა­ღე­ბი. ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და რკი­ნიგ­ზის გახ­სნა მეტ-ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბი, თუ ქარ­თუ­ლი დრო­შა იქ­ნე­ბო­და ფსო­უ­ზე, თუ ფსო­უ­ზე იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა მარ­თლა ღა­ლა­ტი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის. მა­რია ზა­ხა­რო­ვა რომ დღე და ღამე მთვრა­ლია და ერთი ლოთი ქა­ლია, "ლოთ ბა­ზა­რა", დაბ­ჟუ­ტუ­რობს რა­ღა­ცას და მე არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ეს მარ­თლა ხდე­ბა და ქარ­თუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ღაც კუ­ლუ­ა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს," - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი აფხა­ზე­თის გავ­ლით სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მი­მა­ვა­ლი რკი­ნიგ­ზის გახ­სნის­თვის ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს.