12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლემ საპროცესო დაუმტკიცა - "ბათუმელები" - კვირის პალიტრა

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლემ საპროცესო დაუმტკიცა - "ბათუმელები"

12 წლის ბავ­შვთან სქე­სობ­რივ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულს მო­სა­მარ­თლე ცი­ცი­ნო მო­სი­ძემ საპ­რო­ცე­სო და­უმ­ტკი­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი" ავ­რცე­ლებს.

გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, მო­ზარ­დთან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს თა­ვის სახ­ლში ამ­ყა­რებ­და. სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ამ კაცს, მ.შ.-ს, რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი 12 წლის ბავ­შვთან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი მო­სა­მარ­თლე ცი­ცი­ნო მო­სი­ძეს 2021 წლის 9 აპ­რილს მი­უ­ღია ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში.

"მსჯავ­რდე­ბულს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, რაც ჩა­ეთ­ვა­ლოს პი­რო­ბით, 4 (ოთხი) წლის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დად­გე­ნილ იქნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებს იმ და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ათს, რომ­ლის ჩა­დე­ნა­შიც მას ბრა­ლი ედე­ბა და ამ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სას­ჯელს" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ნა­ჩენ­ში, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე ცი­ცი­ნო მო­სი­ძემ მი­ი­ღო.

„ბა­თუ­მე­ლებს“ ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­დან მხო­ლოდ 5 გა­ნა­ჩე­ნი მი­ა­წო­დეს, რაც ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – ხუ­თი­ვე საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვას ეხე­ბა: „სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში“ [ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სას­ჯე­ლი სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს 7-დან 9 წლამ­დე]..ვრცლად ნა­ხეთ აქ