"დედობა არასდროს არის გვიან" - 53 წლის ნაომი კემპბელს მეორე შვილი შეეძინა
უცხოური მედიის ცნობით, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი 53 წლის ასაკში დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა. კემპბელმა მეორე შვილის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გააზიარა წარწერით: "დედობა არასდროს არის გვიან".
The Daily Mail-ის ცნობით, სუპერმოდელს მეორე შვილი გასულ შაბათს შეეძინა. გამოცემას ეს ინფორმაცია კემპბელის ოჯახის წევრმა დაუდასტურა.
როგორც ამბობენ, ნაომი თავად აპირებს ჩვილის აღზრდას, 2 წლის პირველ შვილთან ერთად.

"ნაომი მართლაც ძლიერი ქალია. ეს ის არის, რაც მას ყოველთვის სურდა. ნაომი ძალიან ბედნიერია", - ამბობს გამოცემასთან სუპერმოდელის ახლობელი.
The Daily Mail-ის ცნობით, პირველ ფოტოში, რომელიც კემპბელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ბავშვი Dolce & Gabbana-ს ახალშობილის სამოსშია.
"ჩემო პატარავ, იცოდე, რომ შენ განუზუმლად ძვირფასი ხარ... ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარია", - დაწერა სუპერმოდელმა სოციალურ ქსელში. (წყარო)