"უზრდელი ხართ და თქვენს მოსმენას აღარ ვაპირებ" - თაკო ჩარკვიანსა და პრემიერს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება იყო
"უზრდელი ხართ და თქვენს მოსმენას აღარ ვაპირებ", - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ჩარკვიანის გაღიზიანება პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას მოჰყვა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი აგრძელებს შეურაცხყოფას და აღარ აპირებს მის მოსმენას.
„კარგად ბრძანდებოდეთ“, - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა ჩარკვიანის რეპლიკას, რის შემდეგაც დეპუტატმა დარბაზი დატოვა.
IPN