"კეზერაშვილმა თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა - ამ ფულით ფინანსდება მავნებლური ოპოზიცია" - კვირის პალიტრა

"კეზერაშვილმა თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა - ამ ფულით ფინანსდება მავნებლური ოპოზიცია"

კეზერაშვილმა თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ამ ნაძარცვი ფულით ფინანსდება „მავნებლური ოპოზიცია და ოპოზიციური ტელევიზიები“.

„ბატონ, (დევი) ჭანკოტაძეს ვურჩევდი, თუ ობიექტურად წუხს, პროტესტი მაშინ გამოეჩინა, როცა მისი მინისტრი კეზერაშვილი ჯარს ომის დროსაც ძარცვავდა. ჯარის ბიუჯეტი გაძარცვა, ხმას არ იღებდა, ახლა რომ წარმოდგენილია და აქ კითხვებს მისვამს. კეზერაშვილის ფულით ფინანსდებიან ეს ადამიანები, დღეს რომ ძალიან ცხარე კითხვებით გამოდიოდნენ. ჯარის ნაძარცვი ფულით, დატერორებული ბიზნესის ფულით, ხომ კარგად გახსოვთ, რა დღეში იყო მთელი ბიზნესი? ტერორის ქვეშ. დაგავიწყდათ? ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები გადააფორმებინებდნენ ბიზნესებს, სახლებს, გაუუბედურებდნენ ოჯახს და მერე გამოუშვებდნენ. აი, ეს რეალობა იყო და ახლა რა გიკვირთ საერთოდ, როგორ ბედავთ და კითხვებს მისვამთ, ამათ საერთოდ რა აქვთ სალაპარაკო? ჩვენ კარგად ვიხილეთ კეზერაშვილის მორიგი გმირობა. კაცმა თავისი ნახევრად ჭკვიანური სქემებით მთელი ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა. ამ ფულით ფინანსდება მთელი მავნებლური ოპოზიცია, მაინც არაფერი უშველა, შემდეგ მათი ტელევიზიები და მასთან აფილირებული ეს პარტიები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

IPN