"ჩვენ "ჩათები“ გავხსენით, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე უკანონო საქმიანობას ეხება - წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ "ჩათები“ გავხსენით, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე უკანონო საქმიანობას ეხება - წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება"

გამოიყენეს ახალგაზრდები, ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები“ - ჩვენ "ჩათები“ გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი ვიცით?!, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციას მიმართა.

ოპოზიციის კითხვაზე, თუ ვისი "ჩათები“ გახსნეს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მათი საქმე არ არის.

"ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, "ფრანკლინის კლუბი“ დაარქვეს და ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი - "კმარას“ კლუბი და დაარქვეს „ფრანკლინის კლუბი“ , რომ ახალგაზრდას ასოციაცია გაუჩნდეს ამერიკასთან და ბენჟამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო და სიცრუე, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა, რადგან მანდ არაფერი ხელმოსაჭიდი სიმართლე არ იყო.

სად არის დღეს „ფრანკლინის კლუბი“, სად არის დღეს თქვენი ანარქისტული ორგანიზაციები, რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ ეს ახალგაზრდები. ხომ ვიცით, რომ გამოიყენეს ახალგაზრდები, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები - ჩვენ „ჩათები“ გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი არ ვიცით?! ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას.

თქვენი საქმე არ არის ვისი "ჩათები“ გავხსენით, ახლა ვითომ რაღაც საინტერესო ფაქტი დამიჭირა. წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება“, - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"