"შემდეგი თავდასხმა განხორციელდება ჩემზე" - ნოდარ მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
"დღეს 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვახტანგ შაქარიშვილმა და მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის მხარდასაჭერად მისულმა პირებმა დაანონსეს, რომ შემდეგი თავდასხმა განხორციელდება ჩემზე", - ამის შესახებ ნოდა მელაძე "ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას და შიგანა საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
"დღეს 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვახტანგ შაქარიშვილმა და მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის მხარდასაჭერად მისულმა პირებმა დაანონსეს, რომ შემდეგი თავდასხმა განხორციელდება ჩემზე, რაც წარმოადგენს, სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით გათვალისწინებულ დანაშუალს.ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა განხორცილედა, ჩემი პროფესიული საქმიანობის, საგამოძებო ჟურნალისტიკის გამო, მუქარა განხორციელდა ჯგუფის მიერ, რომელთა ყველა წევრის იდენტიფიცირება ამ ვიდეომასალით არის შესაძლებელი.ჩვენი გუნდის მიერ გამოძიებული საქმეებიდან და აღნიშნული პირების ხელისუფლებასთან დადასტურებული კავშირიდან გამომდინარე, ჩვენ გვიჩნდება რწმუნება, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრზე დაანონსებული თავდასხმის დამკვეთები, არიან საქართველოს მთავრობის ის მაღალჩნოსნები, რომელთა უკანონო საქმიანობა გამოაშკარავდა ჩვენი გუნდის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.ეს საჯარო განცხადება წარმოადგენს გამოძების დაწყების საკმარის საფუძველს", - წერს მელაძე.