"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე - კვირის პალიტრა

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე

ხა­ტია შა­მუ­გი­ამ პიარ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბაც მო­სინ­ჯა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკ­რა­ნი მის­თვის უცხო არ არის, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა­ზე ხში­რად უთ­ქვამს უარი და ყო­ველ­თვის სტუმ­რის ამ­პლუა მოს­წონ­და.

შა­მუ­გი­ას ცხოვ­რე­ბა­ში ახლა მშვი­დი და ბედ­ნი­ე­რი ეპა­ტია. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე აღარ სა­უბ­რობს, რად­გან თვლის, რომ ამ თე­მის სა­ჯა­რო­ო­ბა ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს. ხა­ტი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, როცა ერ­თა­დერთ შვილს, ნი­კუ­შას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და ის სამი წე­ლია ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს.

ხა­ტია ჟურ­ნალ "სარ­კეს" ესა­უბ­რა:

- რო­გორ შე­ე­გუ­ეთ თქვე­ნი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას? ის ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს სამი წე­ლია

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კუ­შაც და მეც დე­დი­სერ­თე­ბი ვართ, რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვი­დან­ვე შევ­ძე­ლი რომ მის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მი­მე­ცა. მე გა­ვა­ჩი­ნე და მას­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ჩემს თავს ვუ­თხა­რი, შვი­ლი მხო­ლოდ შენ­თვის არ გა­გი­ჩე­ნია, მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, მე მე­კუთ­ვნის სა­ნამ პა­ტა­რაა და ის უნდა გა­ვა­კე­თო რაც ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. მაგ­რამ ის არის ინ­დი­ვი­დი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით უნდა იცხოვ­როს მეთ­ქი. ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაც აქვს. ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს.

- რო­გორ მო­ე­რი­ეთ მო­ნატ­რე­ბას?

- არ არის მარ­ტი­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ხში­რად ჩავ­დი­ვარ და ისიც ჩა­მო­დის. ამე­რი­კა არ არის ახ­ლოს და უკვე გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, რომ ღამე გვი­ან უნდა და­ვი­ძი­ნო რათა ამე­რი­კა­ში გა­თე­ნე­ბულ­ზე მისი ხმა გა­ვი­გო­ნო, მერე ძა­ლი­ან ადრე უნდა გა­ვიღ­ვი­ძო, რომ ძი­ლის წინ ნი­კუ­შას ამ­ბე­ბი გა­ვი­გო.

- რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა გაქვთ დღეს?

- მშვი­დი, ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს მქო­ნია, უფრო კა­რი­ე­რა­ში უფრო ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არას­დროს მქო­ნია ხმა­უ­რი­ა­ნი. ჩემი პირ­ვე­ლი ოჯა­ხი იმ­დე­ნად სა­ჯა­რო იყო და იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბო­და, რომ ამან გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ა­ზი­ა­ნა კი­დეც ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ შემ­დეგ ვის­წავ­ლე რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ არის კარ­გი. უფ­ლის წყა­ლო­ბით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

- რა სი­ახ­ლეს უნდა ვე­ლო­დოთ თქვენ­გან?

- სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, სექ­ტემ­ბერ­ში უკვე ვიცი ახალ წელს სად და რო­გორ შევ­ხვდე­ბი. ზამ­თარ­ში ვგეგ­მავ ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბას. მო­მა­ვალ­ზე როცა ვფიქ­რობ მახ­სენ­დე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ამე­რი­კა­ში. როცა პირ­და­პირ მზი­ან კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მოვ­ხვდი. მა­შინ რომ ვნა­ხე ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი გაპ­რან­ჭუ­ლი ასა­კო­ვა­ნი ქალი ვთქვი, რომ ზუს­ტად ასე­თი სი­ბე­რე მინ­და. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი და სა­თხო­ვა­რი უფალ­თან არის ის რომ ვიყო ჯან­მრთე­ლი. (წყარო)