"ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია - მოძრაობის აღდგენის დრო უცნობია" - "საქართველოს რკინიგზა" - კვირის პალიტრა

"ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია - მოძრაობის აღდგენის დრო უცნობია" - "საქართველოს რკინიგზა"

„სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ გან­ცხა­დე­ბით, მო­ლი­თი-მა­რე­ლი­სის გა­და­სარ­ბენ­თან სო­ფელ ბა­ბის მიმ­დე­ბა­რედ მე­წყე­რის გამო სარ­კი­ნიგ­ზო მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია და აღ­დგე­ნის დრო უც­ნო­ბია.

კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია რე­ი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­ის გამო ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის გან­ცხა­დე­ბით, მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს სრუ­ლად აა­ნა­ზღა­უ­რე­ბენ.

"მო­ლი­თი-მა­რე­ლი­სის გა­და­სარ­ბენ­თან, სო­ფელ ბა­ბის მიმ­დე­ბა­რედ, უხვმა ნა­ლექ­მა და უა­მინ­დო­ბამ მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლა გა­მო­იწ­ვია. მე­წყერ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა სა­კონ­ტაქ­ტო ქსე­ლი და ლი­ან­და­გე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ბრი­გა­დე­ბი სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი არი­ან და მუ­შა­ო­ბენ მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, კომ­პა­ნი­ის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის ზუს­ტი დრო უც­ნო­ბია, ამას­თან უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის მო­უ­ხე­და­ვად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არა არის მგზავ­რთა გა­და­ად­გი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე.

შე­სა­ბა­მი­სად, სტი­ქი­ის გამო, რე­ისს ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ვერ ჩავ­ლენ შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რებ­ლე­ბი: თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი(#804); თბი­ლი­სი-ფოთი (#874); ბა­თუ­მი-თბი­ლი­სი (#801); ბა­თუ­მი-თბი­ლი­სი (#807); ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სი (#869); ბა­თუ­მი-ერე­ვა­ნი (#201);

კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მომ­ხდა­რის გამო, ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მა­ტა­რებ­ლე­ბი პირ­ვე­ლი­ვე ახლო მდე­ბა­რე სად­გუ­რებ­ში გა­ჩერ­დე­ბი­ან, რათა მგზავ­რებ­მა სურ­ვი­ლი­სა­მებრ შეძ­ლონ მა­ტა­რებ­ლე­ბი­დან ჩა­მოს­ვლა. სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა ყვე­ლა რე­ი­სის სა­წყის სად­გურ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სურ­ვი­ლი­სა­მებრ მგზავ­რებს შე­ეძ­ლე­ბათ მა­ტა­რებ­ლე­ბით სა­წყის სად­გუ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

კომ­პა­ნია მგზავ­რებს სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­უ­რებს მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს.

კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო დღე­ებ­ში მა­ტა­რებ­ლე­ბის შე­ყოვ­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია და­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი უა­მინ­დო­ბი­სა და უხვი ნა­ლე­ქის გამო“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.