საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიციამ კიდევ 486 ადამიანი დააკავა
საფრანგეთში, პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო სამშაბათს დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება, ქალაქ მარსელში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენ გაზი გამოიყენა და სულ მცირე 56 დააკავა. საპროტესტო აქციები გაიმართა პარიზში, ლილიში, ლიონში, ნიცასა და სტრასბურგში, სადაც სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა და ასობით ადამიანი დააკავეს.
სიტუაციის გასაკონტროლებლად შაბათს ქვეყნის მასშტაბით 45 000 პოლიციელი იყო მობილიზებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ 486 ადამიანი დააკავეს. 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პარასკევს ღამით, ხუთშაბათს კი - 900-ზე მეტი.
"ინტერპრესიუსი"