სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"