ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ ოქროს მედალი მოიპოვა - კვირის პალიტრა

ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ ოქროს მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ -75 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა პირველ ტურში იტალიელი ანდრეა მარი ნანიო 3:0 დაამარცხა, იმავე ანგარიშით კი პოლონელ იაკუბ პოკუსას სძლია. ფინალში კი შონიამ უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"