"ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

"ეკ­ლე­სია არას­დროს მო­უ­წო­დებს ძა­ლა­დო­ბის­კენ, პი­რი­ქით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ზრუ­ნავს. ამი­ტომ დღეს შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დრო­უ­ლი იყოს მო­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი, გვემ­სჯე­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო გზით ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ლგბტ კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, და­ა­ნონ­სე­ბულ "ლგბტ კვი­რე­ულს", არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა არ ჰქონ­დეს თუნ­დაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გა­მარ­თვის დროს.

ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქოს ცნო­ბით, "სა­ჭი­როა და­ძა­ბუ­ლო­ბის ფაქ­ტო­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე მკურ­ნა­ლო­ბა“.

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ნერგვის მცდე­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, არ წყდე­ბა. ამა­ზე მოწ­მობს მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი "ლგბტ კვი­რე­უ­ლი", რო­მელ­საც, მისი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა არ ჰქონ­დეს თუნ­დაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გა­მარ­თვის დროს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ლგბტ პრო­პა­გან­და და­უშ­ვე­ბე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია, მით უფრო, ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს.

პრო­პა­გან­დის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით გა­მოვ­ლი­ნე­ბა მო­ზარ­დებ­ში კი მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის არა­ერ­თგზის გა­მოთ­ქმუ­ლი პრო­ტეს­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არის მისი უმ­თავ­რე­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა და მკა­ფიო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბი­სა.

ყო­ვე­ლი მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა, გარ­და ცოდ­ვის პრო­პა­გან­დი­სა, არის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი. დას­კვნის გა­მო­ტა­ნა ად­ვი­ლია, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ლგბტ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კვი­რე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­მა­ტე­ბულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა მსგავ­სი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფაქ­ტო­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე მკურ­ნა­ლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია უკა­ნას­კნელ წლებ­ში გა­მუდ­მე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის, ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კამ­პა­ნი­ის ობი­ექ­ტია, თუმ­ცა არც ერთხელ არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი მხრი­დან მოთ­მი­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა. ასეთ დროს ეკ­ლე­სია მუ­დამ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ცი­ლის­წა­მე­ბის მხი­ლე­ბით.

ეკ­ლე­სია არას­დროს მო­უ­წო­დებს ძა­ლა­დო­ბის­კენ, პი­რი­ქით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ზრუ­ნავს. ამი­ტომ დღეს შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დრო­უ­ლი იყოს მო­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი, გვემ­სჯე­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო გზით ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"