79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია - კვირის პალიტრა

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია

The Rolling Stones-ის 79 წლის სო­ლის­ტი მიკ ჯა­გე­რი მე­სა­მედ ქორ­წინ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail-ი წერს. რო­კე­რის რჩე­უ­ლი 36 წლის ბა­ლე­რი­ნა, მე­ლა­ნი ჰამ­რი­კია.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­სულ კვი­რას ჰამ­რი­კი თით­ზე ბეჭ­დით შე­ნიშ­ნეს. ქა­ლის ახლო წრემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა.

წყვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მე­ლა­ნიმ ნიუ-იორკში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­ამ­ხი­ლა, რომ მი­კის სა­ცო­ლეა. მე­გობ­რე­ბის თქმით, ამ ამ­ბით მე­ლა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ახ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ქორ­წილს არ გეგ­მა­ვენ, მაგ­რამ მე­ლა­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს ნიშ­ნო­ბა", - ამ­ბობს წყა­რო გა­მო­ცე­მას­თან.

მე­ლა­ნიმ და მიკ ჯა­გერ­მა ერ­თმა­ნე­თი ცხრა წლის წინ გა­იც­ნეს. წყვილს, ექ­ვსი წლის ვაჟი, სა­ხე­ლად Deveraux 'Devi' Octavian Basil Jagger ჰყავთ.

მუ­სი­კოსს რვა შვი­ლი ჰყავს ხუთი სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან. მისი უფ­რო­სი შვი­ლი, ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ხე­ლად კა­რი­სი, 52 წლის არის, მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ჯე­ი­დი 51 წლის.

ambebi.ge