"სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა"
დუნია მიატოვიჩმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილან პირისპირ შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარო შეეხო ადამინის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს.
„აღინიშნა, რომ მიუღებელია ძალადობის და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
IPN